მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში მატარებლიდან 3 000 ლიტრამდე საწვავის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით საწვავის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მატარებლის ვაგონის ავზიდან საწვავს ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით ეუფლებოდა. ჯამში, საუბარია 3 000-მდე ლიტრ მოპარულ საწვავზე.

პოლიციამ ნაქურდალი საწვავი ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, რაც გულისხმობს ქურდობას, ჩადენილს დიდი ოდენობით. დანაშაული სასჯელის სახედ 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები