მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

5f5758bd65b26
ინგა მურუსიძე
08.09.20 14:04
974
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, ფოთის სამმართველოს ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც BM.GE-ს შს სამინისტროდან აცნობეს, მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც პასუხი მოვიდა დადებითი, მანამდე გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.

„მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროსითვის ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა გადაყვანალია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

ეპიდემილოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას. კოვიდ დადებითი მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები, ის ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები