მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

BAG
27.02.24 12:13
373

აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების სფეროში წამყვანი ფირმა ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა, რომლის გლობალური ქსელი 2024 წელს თავისი არსებობის 175 წელს აღნიშნავს. PwC წარმოადგენს პროფესიული მომსახურების ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში და ე.წ. დიდი ოთხეულის წევრია.

PwC საქართველოში კლიენტებს ემსახურება 1996 წლიდან, 2005 წელს კი თბილისში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა, სადაც 120-ზე მეტი ქართველი პროფესიონალია დასაქმებული.

ძირითადი მიმართულებების აუდიტისა და საგადასახადო მომსახურებების გარდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში PwC სქართველომ კლიენტთა მოთხოვნებს უპასუხა და გააფართოვა მომსახურებების სფერო იურიდიული კონსულტაციების, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებისა და PwC ტრენინგების აკადემიის მიმართულებებით. მომსახურების ხარისხის გარდა PwC ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

PwC საქართველოს პროფესიონალთა უმრავლესობა სწავლებას გადის ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციაში (ACCA), ამ კვალიფიკაციის მქონე წევრები ხელს უწყობენ საქართველოში ბიზნესების განვითარებას.

PwC საქართველო, აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბაზარზე.

„მივესალმებით PwC-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ფირმის წარმატებული არსებობა რეგიონში და მისი საქრათველოს ბაზარზე დაწინაურებული მდგომარეობა განაპირობა სწორმა ბიზნეს ხედვამ და რეგიონისადმი ერთგულებამ. 18 წლის განმავლობაში, PwC-იმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით საქმიანობას. დარწმუნებული ვართ, რომ PwC კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ერთიანი ხედვით შევძლებთ ბიზნესის საუკეთესო ინტერესების ადვოკატირებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები