მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიჯიტ ბარდო

ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ბრიჯით ბარდოს ფონდი აცხადებს მწუხარებით, რომ გარდაიცვალა მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი მადამ ბრიჯიტ ბარდო, მსოფლიოში ცნობილი მსახიობი და მომღერალი, რომელმაც გადაწყვიტა მიეტოვებინა თავისი პრესტიჟული კარიერა და ცხოვრება და ენერგია ცხოველთა კეთილდღეობისთვის და საკუთარი ფონდისთვის მიეძღვნა", - იტყობინება ბრიჯიტ ბარდოს ფონდი.

ბარდოს გარდაცვალების დროსა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები