მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფრანგულ საიმპერატორო სამკაულებზე ნადირობის სეზონი გრძელდება - ბელგიაში ნაპოლეონის ბეჭედი მოიპარეს

ნაპოლეონი

ბელგიაში, ჟენაპის კომუნაში მდებარე ნაპოლეონ ბონაპარტის მუზეუმიდან მისი ბეჭედი და სხვა ძვირფასეულობა მოიპარეს.

ფერმერის სახლი, სადაც ბონაპარტი 1915 წლის ივნისში, ვოტერლოოს ბრძოლამდე იმყოფებოდა, სადაც მან მთავარსარდლებს სიტყვით მიმართა, გაქურდეს. მუზეუმის ოფიციალური განცხადების თანახმად წაღებულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირფასია ბონაპარტის 18 კარატიანი ოქროს ბეჭედი 5 ბრილიანტით. 1915 წელს ვოტერლოოს ბრძოლისას ნაპოლეონმა ბეჭედი დაკარგა, ის შემდეგ ბრძოლის ველზე აღმოაჩინეს.

ბეჭედთან ერთად მუზეუმიდან გაქრა ნაპოლეონის პერიოდის ოქროს და ვერცხლის მონეტები. ოფიციალური განცხადების თანახმად წაღებული ნივთების ისტორიული ღირებულება საბაზროს ვერც შეედრება.

ჩვენ ვყვებით ისტორიას, ნივთები, რომლებიც ამ ისტორიის ნაწილია იძლევა საშუალებას მნახველს შეუქმნა წარმოდგენა 1815 წლის მოვლენებზე.”, “ყოველთვის სავალალოა, როდესაც ეს ნივთები ქრება”.

ბუნებრივია, დროის ფაქტორიდან გამომდინარე, ქურდებს იშვიათად იჭერენ დანაშაულის ჩადენისას. ამ ეტაპზე ვფიქრობ რეაგირების პროტოკოლი დაცული იყო. ყოფილ ნაპოლეონის შტაბ-ბინას საკმაოდ მძლავრი უსაფრთხოების სისტემა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლით მომხდარს და შევაფასებთ, თუ რა არის შესაცვლელი. სამწუხაროდ, როდესაც საქმე პროფესიონალებთან გვაქვს, მათი შეჩერება რთულია", — განაცხადა ტანგი შტუკენსმა, პროვინციალური კოლეგიის ხელმძღვანელმა, რომელიც პასუხისმგებელია კულტურის საკითხებზე რეგიონში.

მუზეუმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს, ნივთების ზუსტი საბაზრო ღირებულება არ გასაჯაროებულა, მიმდინარეობს გამოძიება

გასულ თვეში ვატერლოოს ბრძოლიდან გაქცევისას ნაპოლეონის მიერ დაკარგული გულსაბნევი აუქციონზე $4.4 მილიონად გაიყიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები