მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული სადაზღვეო კომპანია AXA ბრაზილიის ტყეების აღდგენისთვის $46 მლნ-ს გამოყოფს

64b7fc0ae94ec
სალომე ხიდურელი
23.07.23 20:29
425
ფრანგული სადაზღვეო კომპანია AXA-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანია ბრაზილიის ტყეების აღდგენისთვის ადგილობრივ სტარტაპ “Mombak”-ს $49 მლნ-ს გადაურიცხავს.

AXA-ს განკარგულებაში $200 მილიარდზე მეტია, საიდანაც ნაწილს სტარტაპის ტექნოლოგიური და საოპერაციო განვითარებისთვის გამოიყოფა.

Mombak-ი ბრაზილიური სტარტაპია, რომელიც ქვეყანაში 10 000-ზე მეტ ჰექტარზე ტყის გაშენებას უზრუნველყოფს. როგორც მისი თანადამფუძნებელი პიტერ ფერნანდესი ინტერიუში ამბობს, სტარტაპი ნახშირბადის შემცირების მსოფლიოში უდიდეს პროექტს ხელმძღვანელობს.

Mombak-ი ფერმებისა და რანჩოების დეგრადირებულ მიწებს ყიდულობს და მათთან პარტნიორობით, მსოფლიოს უდიდესი ტყის ენდემურ ჯიშებს რგავს.

Reuters-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზონის ტყის საფარის აღდგენა კატასტროფული კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ საიმედო საყრდენია, ნონ-პროფიტ ორგანიზაციები პროცესში არაერთ გამოწვევას აწყდებიან, მათ შორის მცირე ბიუჯეტსა და მიწების კერძო პირებზე გასხვისების შემთხვევებს.

AXA-ს წარმომადგენლის თქმით, ეს კომპანიისთვის პირველი ინვესტიციაა, რომელსაც ბრაზილიაში განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები