მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანკფურტის აეროპორტმა მგზავრების დარეგისტრირება სახის ამომცნობი სისტემით დაიწყო

აეროპორტი

გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენების ბიომეტრიული შემოწმების სერვისი დანერგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომას უბრალოდ სახის ამომცნობი სისტემის მეშვეობით შეძლებენ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მთელ პროცესს სულ რამდენიმე წამი სჭირდება და სერვისზე წვდომისთვის მგზავრები ჯერ აპლიკაცია Star Alliance-ით ან სპეციალურ კიოსკში ბიომეტრიული პასპორტით უნდა დარეგისტრირდნენ.

ამჟამად სისტემას Lufthansa-სა და Star Alliance-იდან მისი შვილობილი ავიაკომპანიების ზოგიერთ რეისზე ტესტავენ. აეროპორტს ოფციის გაფართოება სურს და მოელის, რომ მას ყველა მგზავრი გამოიყენებს, ვისაც რიგებში დგომა არ სურს. სატესტო რეჟიმის ფარგლებში ახალ ტექნოლოგიას უკვე 12 000-ზე მეტი მგზავრი იყენებს.

ამიერიდან, მგზავრებს აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლისას ქაღალდის დოკუმენტების ჩვენება აღარ მოუწევთ. ამასთან, პირის პირად მონაცემებს ამომცნობი მოწყობილობების მეხსიერებიდან რეისის აფრენიდან სამი საათის შემდეგ წაშლიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები