მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

freebusiness.ge -ის მოთხოვნებს 300-ზე მეტი კომპანია შეუერთდა

300-ზე მეტი კომპანია ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Freebusiness-ზე დააფიქსირეს, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა. პლატფორმაზე აღნიშნულია, რომ არსებული კრიზისი პარტიული პოლიტიკის საზღვრებს გასცდა , რაც ქვეყანას გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს. ბიზნესების თქმით, აუცილებელია ვითარების, რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. freebusiness.ge -ს პლატფორმის პრეზენტაცია გუშინ, BMGTV-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ გაიმართა.

სტუმარი: გიორგი ჩუგოშვილი - freebusiness.ge -ის იდეის ავტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები