მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფრესკო" დასაქმების ახალ პროექტს იწყებს და სუპერმარკეტის მენეჯერს უპრეცედენტო 5000-ლარიან ანაზღაურებას სთავაზობს

ფრესკო დასაქმების პროექტი
BM. GE
18.09.23 12:00
141

18 სექტემბრიდან სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო დასაქმებას პროექტს „გახდი სუპერმარკეტის მენეჯერი“ იწყებს.

პროექტი გულისხმობს რიტეილ სფეროში მომუშავე გამოცდილი მენეჯერების დასაქმებას  კომპანია ფრესკოში. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ქსელური სუპერმარკეტის მართვის მიმართულებით.

„გახდი სუპერმარკეტის მენეჯერი“ უნიკალურია იმით, რომ მენეჯერებს შესაძლებლობა ეძლევათ გამომიუშავონ უპრეცედენტო ანაზღაურება რიტეილ სფეროში- 5000 ლარი.

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო უკვე 12 წელია ოპერირებს ბაზარზე და დღეს ფლობს 9 სუპერმარკეტს თბილისის სხვადასხვა რაიონში. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 1200-მდე თანამშრომელი.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected]

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს https://bit.ly/3PkYo2I

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები