მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფრიდა" - ახალი მულტიფუნქციური ცენტრი თბილისში

კომპანია „კორტები“ საბურთალოზე, ცენტრალურ პარკთან, პირველ ინოვაციურ მულტიფუნქციურ კომპლექს „ფრიდას“ აშენებს. პროექტი განსხვავებული და მისი, როგორც მულტიფუნქციური კომპლექსის შინაარსიც ძალიან საინტერესო. ფრიდამ, რომელიც საბურთალოზე, ცენტრალ პარკის მიმდებარედ იქნება, ერთ შენობაში უნდა გააერთიანოს, სამუშაო სივრცე, სპორტული ინფრასტრუქტურა, გასტრონომია და დასვენება. გიორგი ხმალაძის მიერ დაპროექტებული შვიდსართულიანი შენობა რეგიონში ერთადერთი კინეტიკური მოძრავი ფასადით, 50-მეტრიანი აუზითა და პადელის კორტებით თბილისის ახალ მიზიდულობის ცენტრად იქცევა. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე პროფესიონალების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხისა და მოტივაციის ამაღლებას. კომპანია „კორტები“ არის გუნდი, რომლის დამფუძნებლის გამოცდილებას უკავშირდება არაერთი ინოვაციური,ტურისტული და დეველოპერული პროექტი, მათ შორის Air Balloon Tbilisi, დეველოპერული პროექტი „ისტორია“, სასტუმროები „ქარვასლა“, „ფოკლი“, „სტროფი“, „სანდალი“ და სხვა მოქმედი ბიზნესები. როგორ ცვლის „ფრიდა“ ურბანულ ნაკადებს და რას შესთავაზებს ის დედაქალაქს?

სტუმარი: ქეთი ბოკუჩავა - “ფრიდა”, გენერალური მენეჯერი;

ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები