ფრიდა კალოს 1940-იანი წლების სიზმარი (საწოლი) (El sueño (La cama) Sotheby’s-ის სიურრეალისტური ხელოვნების საღამოზე ნიუ იორკში 54.7 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ნახატში კალო ჰაერში გამოკიდებულ საწოლზე წევს, ხის საწოლს კი ზემოდან ჩონჩხი აწევს, რომელსაც ხელში დინამიტი და გამხმარი ყვავილების თაიგული უჭირავს. კალო თავის თავს საწოლში ხშირად ხატავდა, რადგან ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების გამო მან ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ საწოლში გაატარა.
კალომ ნახატი 1940 წელს შექმნა, მისთვის საკმაოდ ტურბულენტურ დროს. ამ წელს იგი ხელახლა გათხოვდა დიეგო რივერაზე. ამავე წელს მისი ყოფილი საყვარელი, რუსი რევოლუციონერი ლეონ ტროცკი მოკლეს.
ყველაზე ძვირად ღირებული ქალი მხატვრის ნამუშევარი წლევანდელ რეკორდამდე იყო ჯორჯია ოკიფის Jimson Weed/White Flower No.1, რომელიც თეთრ სახლში ეკიდა და 44.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა 2014 წელს.

ფრიდა კალოს უკვე მეორე ძვირად ღირებული ნახატია 2021 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე გაყიდული დიეგო და მე (Diego y yo), რომლის საბოლოო ღირებულებაც 34.9 მილიონი დოლარს შეადგენდა, გაყიდვისას ნახატმა ლათინო-ამერიკე მხატვრის ნამუშევრის რეკორდი დაამყარა, რომელიც ახლა ფრიდა კალოს მიმდინარე წელს გაყიდულ ნახატს ეკუთვნის.




























