მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფრინველის უკანონო სასაკლაოები აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში - სეს-მა ბიზნესსუბიექტები დააჯარიმა

ფრინველი
20.04.26 15:48
447

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: აბაშა, სოფელი პირველი მაისი,) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.

არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც. ინდივიდუალური მეწარმეები ე. ბ. და ა. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდნენ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ობიექტებზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული ფრინველის ხორცი.

მსგავსი ფაქტები გამოვლინდა წყალტუბოსა და გარდაბანშიც, სადაც ფიზიკური პირები ი. ზ. (მის: წყალტუბოს რაიონი, სოფ. გეგუთი, ავტობანის მიმდებარედ) და თ. შ. (მის: გარდაბანი, სოფ. სართიჭალა) საქმიანობას შესაბამისი აღიარებისა და ვეტერინარული კონტროლის გარეშე ეწეოდნენ. ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები