მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრინველთა სასაკლაო, კუპატის წარმოება, საცხობი - გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდათ

საცხობი
27.11.26 13:57
• 45

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები და სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა.

  • შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ინდმეწარმე თ. ს.-ს კუთვნილი ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზუგდიდში ფიზიკური პირის, ლ. დ.-ს (მისამართი: მისამართი: ზუგდიდი, ყურწუას N44) მიერ ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების ფაქტი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.
  • სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდმეწარმე ნ. მ.-ს (მისამართი: ახალქალაქში, ნალბანდიანის ქ. N96) კუთვნილ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ასევე, დაფიქსირდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობის და ყველის ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ, სამივე ობიექტს კი საწარმოო პროცესი შესაბამისი დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები