მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FSB ხოდარკოვსკის, კასპაროვსა და კიდევ 21 პირს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ედავება

კასპატოვი

რუსულმა FSB-მ ქვეყნიდან გაქცეული ოპოზიციონერი ლიდერისა და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდარკოვსკის, ასევე ჭადრაკის ჩემპიონი გარი კასპაროვისა და ცნობილი დისიდენტის, ვლადიმირ კარა-მურზას და კიდევ 20-მდე პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მათ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცების მცდელობას ედავება. ბრალდებულთა შორის არიან ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მიხაილ კასიანოვი, ასევე ეკონომისტები, სერგეი ალექსაშენკო და სერგეი გურიევიც. FSB-ს განცხადების თანახმად, ხოდარკოვსკი დასახელებულ პირებთან ერთად აქტიურად ეწევა ანტისამთავრობო აქტივობას და საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

შეგახსენებთ, მიხაილ ხოდარკოვსკი წლების განმავლობაში რუსეთის უმდიდრესი ადამიანი და ნავთობ მაგნატი იყო. 2013 წელს, ციხის დატოვების შემდეგ ის პუტინის აქტიური კრიტიკოსი გახდა და პოლიტიკური მოძრაობა “ღია რუსეთიც” დააფუძნა, რომლის დანიშნულებაც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და დემოკრატიული ღირებულებების განვითარება იყო. ხადარკოვსკიმ ქვეყანა ციხის დატოვებისთანავე, 2013 წლის ბოლოს დატოვა. ამავე წელს წავიდა რუსეთიდან გარი კასპაროვი. ვლადიმირ კარა მურზა კი 2024 წელს, პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები