დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული, რაც 2020 წელთან შედარებით, თითქმის 3000-ით მეტია. 1990-იან წლების მიწურულში დაწყებული რეფორმებისა და მოგვიანებით, დიდი ფსიქიატრიული დაწესებულებების დახურვის შემდეგ, დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებისთვის, საქართველოს მასშტაბით სულ 1394 საწოლია გამოყოფილი რაც დაახლოებით 50%-იან შემცირებას ნიშნავს. მათი ნაწილი, დაახლოებით 30% უკავიათ პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას და მცირე ტიპის საცხოვრისებში გადაყვანას საჭიროებენ.
ქვეყნის მასშტაბით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების სტაციონარული მკურნალობა 10 დაწესებულებასა და ფსიქიატრიულ განყოფილებაშია შესაძლებელი. მათ შორის, სამი დაწესებულება და განყოფილება თბილისშია, დანარჩენი, რეგიონებში.
ის, რომ ქვეყანაში ფსიქიატრიული პაციენტებისათვის განკუთვნილი საწოლები რეალურად მცირეა, ამას რადიო თავისუფლებასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ წევრებიც ადასტურებენ. ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა შარაშიძე ამბობს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ბოლო ხუთ წელში, თბილისში ორი ფსიქიატრიული განყოფილება დაიხურა და საწოლების რაოდენობა დაახლოებით 80-ით შემცირდა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბოლო პერიოდი, ქვეყანაში ფსიქიატრიული საწოლების დეფიციტზე ალაპარაკდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების ოჯახის წევრები, უკავშირდება სტაციონარული კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც კლინიკების ხელმძღვანელებს უბიძგებს, რომ სტაციონარებში საწოლების რაოდენობა მუდმივად შევსებული იყო.
რას გულისხმობს დაფინანსების ახალი მოდელი და როგორ ხდება საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ დარღვევის მქონე პაციენტისთვის დახმარების გაწევა?
სტუმარი: ნანა ზავრადაშვილი - საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის გამგეობის წევრი, პროფესორი;