2025 წლის იანვარ-სექტემბერში ფსტის იმპორტი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემოტანილი პროდუქციის ღირებულება 41.5 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 119.6%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (18.9 მილიონი დოლარი). იმპორტირებული ფსტის რაოდენობა წელს 9 თვეში 5 142 ტონას აღწევს – ზრდა მოცულობის მიხედვით 44.5%-ია. ეს მონაცემები მეტყველებს, რომ პროდუქტის საიმპორტო ფასმა მოიმატა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქვეყნისთვის წელს მთავარი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც საქართველომ 28.1 მილიონი დოლარი გადაიხადა 3 267 ტონა ფსტაში. აშშ-ს ბაზარი საქართველოს მთლიან ფსტის იმპორტში 67.6%-ს შეადგენს.
საქართველოსთვის ფსტის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია:
- აშშ - 28.1 მილიონი დოლარი (3 267 ტონა);
- თურქეთი – 11.9 მილიონი დოლარი (1 298 ტონა);
- ირანი – 464 ათასი დოლარი (463 ტონა);
- ყაზახეთი – 439 ათასი დოლარი (44 ტონა);
- ვიეტნამი – 340 ათასი დოლარი (39 ტონა).
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ექსპორტირებული ფსტის მოცულობა მხოლოდ 1 ტონაა, ხოლო მიღებული შემოსავალი $7900-ს შეადგენს. ერთადერთი ბაზარი სადაც ქართული ფსტა გავიდა, კანადაა.



























