მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფსტის იმპორტი 636%-ით გაიზარდა

ფსტა

საქართველოში ფსტის იმპორტი მზარდია. ქვეყანაში ძირითადად ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი ფსტა შემოდის, შედარებით მცირე კი ნაჭუჭგაცლილი.

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს ქვეყანამ 24.4 მლნ დოლარის 4 289 ტონა ფსტა იყიდა.

მაჩვენებელი წლიურად 636%-ით გაიზარდა ღირებულებაში, ხოლო რაოდენობის ზრდამ 150% შეადგინა.

TOP-5 საიმპორტო ბაზრის ჩამონათვალი ასეთია:

  • აშშ - 21 მლნ აშშ დოლარის 3 173 ტონა;
  • თურქეთი - 2.8 მლნ აშშ დოლარის 886 ტონა;
  • ირანი - 198.3 ათასი აშშ დოლარის 191 ტონა;
  • ბელგია - 149.6 ათასი აშშ დოლარის 20 ტონა;
  • ისრაელი - 140.6 ათასი აშშ დოლარის 12 ტონა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-თებერვალში იმპორტმა 5.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 489%-ით აჭარბებს. იმპორტის მოცულობა კი 772 ტონაა, რაც წლის ჭრილში 152%-იან ზრდას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები