მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FTX-ის კრედიტორები დაკარგულ $17 მილიარდს დაიბრუნებენ

FTX

აშშ-ის სასამართლომ გაკოტრებულ კრიპტობირჟა FTX-თან დაკავშირებით რესტრუქტურიზაციის სტრატეგია საბოლოოდ დაამტკიცა, რომლის თანახმად, კომპანიის კრედიტორები დაკარგულ აქტივებს 119%-ით დაიბრუნებენ, ანუ ძირ თანხასთან ერთად, მათ მოგებაც დაერიცხებათ.

საერთო ჯამში, კომპანია მომხმარებლებსა და ინვესტორებს 17 მილიარდი დოლარის აქტივებს დაუბრუნებს, რომის შემდეგ ის საქმიანობის აღდგენის და ოპერირების გაგრძელების უფლებას მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტობირჟას ახალი ხელმძღვანელობა გაუძღვება და მისი მფლობელობის სტრუქტურაც შეიცვლება. კომპანიის აქციონერებს შორის იქნებიან თავად კრიპტობირჟის დაზარალებული მომხმარებლებიც და ისინი კომპენსაციას სწორედ დივიდენდების სახით მიიღებენ.

ცნობისთვის, გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე FTX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარს აღწევდა და ის კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და ინოვაციურ კომპანიად ითვლებოდა. 2022 წელს FTX-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწია. პროკურატურის მტკიცებით, კრიპტობირჟა თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა და მისი ხელმძღვანელობა მომხმარებლების აქტივებს არაკეთილსინდისიერად განკარგავდა. FTX-ის გაკოტრებით კრიპტოინდუსტრიას დაახლოებით $200 მილიარდის ზარალი მიადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები