მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფუფუნების საგნების გლობალური გაყიდვები, შესაძლოა, წლიურად 20%-35%-ით შემცირდეს

5eb94daa1a3de
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.20 19:35
905
ფუფუნების საგნების გლობალური გაყიდვები, მათ შორის ტანსაცმლის, სამკაულების, საათების და აქსესუარების, შესაძლოა, წლის მეორე კვარტალში 50%-60%-ით შემცირდეს. საკონსულტაციო კომპანიის Bain&Company-ის დასკვნის მიხედვით, ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ეპიდემიის გამო დაწესებულ მკაცრ ზომებს არბილებს, სავარაუდოდ, ძვირადღირებული პროდუქციის გაყიდვები წლიურად 20%-35% -ით, 180-220 მილიარდ ევრომდე შემცირდება.

მოხსენებაში, რომელიც Bain & Company-მ იტალიის ფუფუნების საქონლის ასოციაცია Altagamma-სთან თანამშრომლობით მოამზადა, არ ითვალისწინებს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის ან ვაქცინის შემუშავებას და დანერგვას.

2019 წელს "პირადი ფუფუნების" ბაზარზე გაყიდვები შეფასებულია 281 მილიარდ ევროდ. სავარაუდოდ, გაყიდვები ამ დონეზე დაბრუნდება 2022-2023 წლებში. ეს დამოკიდებული იქნება ეკონომიკურ ტენდენციებზე, მომხმარებელთა ნდობის დონეზე, ტურისტულ ნაკადებსა და ბრენდების შესაძლებლობებზე, დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნილებები.

პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის "პერსონალური ფუფუნების" საგნების ბაზარი 320-330 მილიარდ ევროს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები