ერთსა და იმავე დისციპლინაში საერთო სახელმძღვანელოებით სწავლება ყველა, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს მოიცავს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამის გარდა, კერძო სკოლებს აქვთ დამატებითი რესურსები, რომლებსაც ასევე გამოიყენებენ სასწავლო პროცესში.
"კონკრეტულ ფუნდამენტურ საგნებზე, როგორიცაა ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია და ა.შ. სახელმძღვანელოები იქნება ერთიანი სტანდარტით წარმოდგენილი როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში. ის სახელმძღვანელოები იქნება კერძო სკოლებისთვისაც სავალდებულო, რაც საჯარო სკოლებში იქნება",- თქვა მინისტრმა.
"გამომცემლობის მხრიდან პრეტენზიები გასაკვირი არ არის"- გივი მიქანაძე




























