საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე გამომცემლობების კრიტიკას პასუხობს. როგორც მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, გამომცემლებს ბიზნეს ინტერესი აქვთ, სამინისტრო კი საზოგადოების ინტერესიდან გამოდის.
"გამომცემლობის მხრიდან პრეტენზიები გასაკვირი არ არის. ეს მოსალოდნელიც იყო იმიტომ, რომ როდესაც სამინისტრო თავის თავზე იღებს ამ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას, აქ უკვე გამომცემლების კომპონენტი ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადადის. ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ ავტორებთან თანამშრომლობისთვის იმ ღირებულებითი კომპონენტის გათვალისწინებით, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე არის. გამომცემლებს აქვთ უფრო ბიზნეს ინტერესი ამ კომპონენტთან მიმართებით, ჩვენ გამოვდივართ საზოგადოების, ქვეყნის ინტერესებიდან",- ამბობს მინისტრი.
"ოცნების" განათლების რეფორმის მიხედვით, ერთსა და იმავე დისციპლინაში საერთო სახელმძღვანელო იქნება. მინისტრის განცხადებით, 2-3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება სკოლებში.
"სახელმძღვანელოების გამომცემლობის ბაზარი გაქრება" - “სულაკაურის გამომცემლობა”




























