მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფუნდამენტური საკითხები, რაც ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, ინვესტორების მოსაზიდად უნდა გადაიჭრას

64354ae36fe1b
თამთა ჯიჯავაძე
11.04.23 19:27
695
რა შეიძლება გაკეთდეს მეტი ინვესტიციის მოზიდვისთვის ქვეყანაში? - გადაცემა #წერტილში დასმულ ამ კითხვას კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა უპასუხა და დაასახელა ის ფუნდამენტური საკითხები, რაც მისი აზრით, მნიშვნელოვანია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას. მათ შორის არის ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანური და ენერგორესურსების გაძლიერებაზე ზრუნვა.

„ფუნდამენტური საკითხები, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, არის სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და გაძლიერება, ეს ეხება მათ შორის სასამართლოს. ასევე, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, რაშიც სახელმწიფომ ინვესტირება უნდა გააკეთოს და კიდევ ორი ფუნდამენტური თემაა ადამიანური და ენერგეტიკული რესურსები გაძლიერება. ეს მოკლევადიანი ამოცანები არაა. რეალურად ამ ყველაფრის განხორციელებას კონსოლიდირებული საზოგადოება სჭირდება. შედეგად, ეს ფუნდამენტური თემები 5-10 წელში მოგვიტანს ძალიან კარგ რეალურ ეკონომიკურ ზრდასაც, დაცულობასაც და ხალხის მიგრაციაც არ იქნება იმდენი, რამდენიც ახლა არის, პირიქით, ადამიანებს აქ დაბრუნება მოუნდებათ. ეს საკითხები უფრო მეტ ვადაში უნდა განხორციელდეს, ვიდრე ერთი საარჩევნო ციკლი. ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ერთ საარჩევნო ციკლში ჩასატევი ინიციატივები, რომლებიც მოკლევადიანია და სწრაფ შედეგზეა გათვლილი. შესაბამისად, ჩვენ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ“, - აღნიშნა კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განათლების ფუნდამენტური რეფორმაც სკოლამდელი აღზრდიდან დაწყებული და უმაღლესი განათლებით დასრულებული.

„როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ მხოლოდ იმაზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ მაგალითად ამდენ სპეციალისტს გადავამზადებთ. ამით არაფერი გვეშველება. ვფიქრობ, ამაზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს გრძელვადიანად და ჩართოს საზოგადოების რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ პროცესში რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული, ის მით უფრო მდგრადი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები