მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფუნდამენტური თავისუფლებები და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს" - საფრანგეთის სამინისტრო

geo

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

"საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას.

შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დარბევის შესახებ ცნობების გამო და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებებს პატივისცემისკენ მოგიწოდებთ. ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს.

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცე კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს დაუჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს, რომლებსაც არ უნდა უღალატონ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები