მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G100-ის ფარგლებში WEF-ზე საქართველოში ქალთა გაძლიერებასა და აგროტურიზმის პერსპექტივებზე ნინო ზამბახიძე ისაუბრებს

646083d8e6ed2
BM.GE
14.05.23 10:54
693
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, G100 ქალთა ეკონომიკური ფორუმზე, რომელიც იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართება, სიტყვით გამოვა, სადაც აგროტურიზმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრებს.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ნინო ზამბახიძე პირველი ქალია საქართველოდან, რომელიც 2021 წელს G100-ის ფერმერობის, აგროტურიზმის, და აგროტეკის მიმართულების გლობალურ თავმჯომარედ იყო არჩეული.

„ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, ჩემი გამოსვლა აგროტურიზმისა და აგრიტეკის საკითხებს დაეთმობა, რომელიც G100-ის ფორმატის ფარგლებში, შემოდგომაზე , ქალაქ რომში გაიმართება“, - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: G100 გლობალური ქალი ლიდერების ჯგუფია, რომელიც 100 გამორჩეულ და გავლენიან ქალს აერთიანებს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებს, მინისტრებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, კორპორაციულ და საზოგადოების ლიდერებს. G100 არის ის წრე, რომელშიც წარმოდგენილია 100 საუკეთესო ლიდერი, მსოფლიო მასშტაბით, 100 სხვადასხვა სექტორიდან. მისი თითოეული წევრი გლობალური თავმჯდომარეა, რომელიც კონკრეტული სექტორის ფრთას ხელმძღვანელობს.

აღსანიშნია, რომ ქალთა ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 20-23 ნოემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები