მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

G7-ის ქვეყნები ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას გეგმავენ

G7

G7-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ნავთობის სტრატეგიული რეზერვების ბაზარზე გამოტანის საკითხის განსახილველად საგანგებო შეხვედრას გეგმავენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები კოორდინირებული ნაბიჯებით ცდილობენ ინფლაციური წნეხის შემცირებას და გლობალურ ენერგობაზარზე სტაბილურობის დაბრუნებას, რომელიც ამჟამად პანიკაშია. თავად ამ მოცემულობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტის ესკალაცია და ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის მიწოდების შეფერხება განაპირობებს, რომელმაც უკვე გამოიწვია ნავთობის 100 დოლარზე მეტად გაძვირება.

ექსპერტების შეფასებით, სტრატეგიული რეზერვების გამოყენება დროებითი გამოსავალია, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე არსებული დეფიციტის კომპენსირებას და ფასების ხელოვნურად დასტაბილურებას. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სანამ რეგიონში სამხედრო კონფლიქტი გრძელდება, მსგავსი ინტერვენციები მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს გამოიღებს და ბირჟაზე ფასის არსებით ცვლილებას ვერ გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები