„დიდი შვიდეულის“ წევრმა სახელმწიფოებმა ომში მყოფი უკრაინისათვის ვალის გასტუმრების თარიღის გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისი დოკუმენტი მხარეებს შორის უკვე გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად, უკრაინას ვალდებულებების გასტუმრება 2027 წლამდე გადაუვადდება და ამ კორექციის გამო მას დამატებითი პროცენტის ან პირგასამტეხლოს გადახდა არ დაევალება.
ვალდებულებების გადავადება $122-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც G7-მა უკრაინას გამოუყო და ის ქვეყნის მხარდაჭერას ემსახურება.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ვალის გადავადება მთავრობას ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების საშუალებას მისცემს, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა სწორედ ახლა აქვს.