მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გააძვირებს თუ არა კრედიტების ამოღების ეთიკის კოდექსი სესხებს? - სებ-ის პასუხი

620fdfcc3edc7
თამთა ჯიჯავაძე
18.02.22 22:40
1660
გააძვირებს თუ არა კრედიტების ამოღების ეთიკის კოდექსი სესხებს? ამ შეკითხვას საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ეთიკის კოდექსით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ მიიღო, განსაზღვრულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირის, სესხის გამცემი სუბიექტების ვალდებულებები სესხის/კრედიტის ამოღებისას.

გზირიშვილის თქმით, ეთიკის კოდექსის ფასებზე გავლენა მოსალოდნელი არ არის.

„იმ მოთხოვნებს, რომლებიც ეთიკის კოდექსში ჩაიდო, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე გავლენა ექნება პროდუქტების ფასზე, ვინაიდან აქ საუბარია უკვე გაცემული სესხების ამოღების პროცესზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის დანახარჯი, მაგალითად ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებით, ფინანსურ ორგანიზაციებს ექნებათ, თუმცა, საერთო ჯამში, საუბარია პრაქტიკის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან საქმიანი და ზრდილობიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე და ეს ტექნიკურად ვერ გამოიწვევს გარკვეული ტიპის სესხების გაძვირებას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ეთიკის კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება, მომხმარებლის ან მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში ვიზიტი მათ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის ან/და რეალიზაციის მიზნით (კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), საკონტაქტო პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მასთან კომუნიკაციის შეწყვეტა და სხვა.

ეროვნული ბანკი კრედიტების ამოღების ახალი ეთიკის კოდექსის მიღებაზე 2019 წლიდან მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები