მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გააგრძელებს თუ არა აეროპორტების გაერთიანება ხელშეკრულებას „აკ-ეარ ჯორჯიასთან“?

აკეარი

მგზავრებს ფრენებთან დაკავშირებით წყვეტა არ ექნებათ, - ასე პასუხობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე BM.GE-ის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც „აკ-ეარ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს ეხებოდა.

საქმე ის არის, რომ შიდა ფრენების შესრულებაზე აეროპორტების გაერთიანებას „აკ-ეარ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული. ჟურნალისტი დაინტერესდა გაგრძელდება ხელშეკრულება კომპანიასთან, თუ გამოცხადდება ტენდერი, რასაც ქარქაშაძემ უპასუხა, რომ „შიდა ფრენებზე წყვეტა არ იქნება".

„ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ შიდა ფრენების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ვამატებთ ახალ აეროპორტს, თელავის აეროპორტს. იდგმება პირველი ნაბიჯები რათა აქტიურ სამშენებლო პროცესში გადავიდეთ. ამაზეა დამოკიდებული კონკრეტულად რომელ მიმართულებებს დავამატებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ დავამატებთ უფრო მეტ შიდა ფრენას და უფრო მოქნილი იქნება ის ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვეცდებით, რომ ყველა აეროპორტი დავაკავშიროთ ერთმანეთს“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები