შიდა ფრენების შესრულებაზე აეროპორტების გაერთიანებამ „აკ-ეარ ჯორჯიას“ ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ამ პერიოდში „აკ-ეარ ჯორჯიას“ ექნება საშუალება თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისების ნაცვლად შეასრულოს ნატახტარი-ბათუმი-ნატახტრის რეისები, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- რეისების განხორციელება მცირე ზომის საჰაერო ხომალდზე;
- რეისების ღირებულება 2023 წლის 1 აგვისტოდან განისაზღვრება 3692.33 აშშ დოლარით;
- რეისების საორიენტაციო ჯამური მოცულობა/რაოდენობა - 590 ( შესაბამისად დაიკლებს ბათუმი-თბილისი- ბათუმის საორიენტაციო რეისების რაოდენობა და გახდება 1766);
- ჯამური ღირებულება კი არაუმეტეს $ 2,178,474.70 აშშ დოლარისა იქნება;
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბრამდე გაუგრძელდა იგივე პირობები ყველა აქამდე არსებულ მიმართულებაზე.
აქამდე შიდა ფრენების შესრულებაზე აეროპორტების გაერთიანებას „აკ-ეარ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულება 31 ივლისამდე ჰქონდა გაგრძელებული.