მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენებზე "აკ-ეარ ჯორჯიას“ ხელშეკრულება გაუგრძელდა

64538eb848a0d
მარიამ ვარადაშვილი
04.05.23 14:55
519
შიდა ფრენების შესრულებაზე აეროპორტების გაერთიანებამ „აკ-ეარ ჯორჯიას“ ხელშეკრულება 31 ივლისამდე გაუგრძელა.

ხელშეკრულების მიხედვით, 31 ივლისამდე „აკ ეარ ჯორჯიას“ ექნება საშუალება თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისების ნაცვლად შეასრულოს ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის რეისები, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

- რეისები განხორციელდება მცირე ზომის საჰაერო ხომალდით;
- რეისის ღირებულება განისაზღვრება 3,356.66 აშშ დოლარით;
- რეისების საორიენტაციო მოცულობა/რაოდენობა - 420;
- ჯამური ღირებულება არაუმეტეს 1,409,797.20 აშშ დოლარისა.

შიდა აეროპორტებში განფასება ასეთია:

ნატახტარი-მესტია-ნატახტარი - 3,550 დოლარი
ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი - 2,700 დოლარი
მესტია-ქუთაისი-მესტია - 2,430 დოლარი
ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარი - 3356.66 დოლარი
თბილისი-ბათუმი-თბილისი - 5,300 დოლარი

რამდენიმე კვირის წინ, აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ თქვა, რომ შიდა ფრენებთან დაკავშირებით კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

"მათ შორის არის AK-AIR Georgia-ც. უახლოეს მომავალში კი დავაანონსებთ კონკრეტულ მიმართულებებსა და კონკრეტულ ავიაკომპანიას, რომელიც შეასრულებს ფრენებს და, რა თქმა უნდა, ამისთვის ტენდერს გამოვაცხადებთ.

დაინტერესებული არიან კომპანიები, შესაბამისად, სხვადასხვა შესაძლებლობას განვიხილავთ“ - აცხადებდა ქარქაშაძე.

ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რადგან Service Air-ში შემავალმა კომპანიამ 2018 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები