მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენებზე ტენდერი ისევ ვერ გამოცხადდა - რა პირობით იფრენენ "აკ-ეარ ჯორჯია" და "ჯეო სქაი"?

თვითმფრინავი

მოლოდინის მიუხედავად, შიდა ფრენების მომსახურებაზე ახალი ტენდერი ისევ ვერ გამოაცხადა. შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯიას“ 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ 1 თვით, 2024 წლის 1-ელ მარტამდე გაუხანგრძლივა. პირობები კი ამჯერადაც უცვლელად შენარჩუნდა.

ხელშეკრულება გაუგრძელდა თბილისი - ბათუმის მიმართულებაზე სუბსიდირებული ფრენების შემსრულებელ ავიაკომპანია „ჯეო სქაისაც“. ავიაკომპანია ავიარეისზე შვილობილი Georgian Wings-ით ოპერირებს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა განახლებული პირობებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ერთ-ერთი სიახლე ისიც იქნება, რომ შიდა ავიარეისებს თელავის მიმართულებაც დაემატება, რისთვისაც თელავში აეროპორტი უნდა აშენდეს. გეგმის მიხედვით თელავის აეროპორტმა პირველი მგზავრები 2024 წელს უნდა მიიღოს. ამჟამად შიდა ავიარეისები სრულდება თბილისის, ბათუმის, ამბროლაურის, მესტიისა და ნატახტრის აეროპორტებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები