საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური მოქალაქეებს საჯარო მოხელეებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან დროშების გადმოფენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
"ჩემს წინა პოსტში დავწერე, რომ სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად იქნებ ევროკავშირის და საქართველოს დროშები გადმოფინოთ სახელმწიფო დაწესებულებების ფანჯრებიდან და ამით შემოგვიერთდეთ საყოველთაო პროტესტშითქო.
ძალიან გამიხარდა, როდესაც მომწერეს დროშები გადმოვკიდეთო და ზოგმა ვიდეოც ჩამიგდო. დიდი მადლობა ყველას. რაც უფრო ყოვლის მომცველი იქნება ეს პროტესტი, მით უკეთ დაინახავს ჩვენი მოსახლეობაც სრულად, არალეგიტიმური მთავრობაც და საერთაშორისო საზოგადოებაც, რომ გამოსავალი მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში და ახალი არჩევნების დანიშვნაშია. თუ ეთანხმებით ამ მოთხოვნებს გააგრძელეთ დროშების გადმოფენა სახელმწიფო დაწესებულებების ფანჯრებიდან", - წერს ნიკა გილაური.