შემოდგომის სეზონზე TBC და VELI.store ახალ ერთობლივ აქციას გთავაზობენ, რათა ზაფხულის დასრულების შემდეგ, რომელიც საკმაოდ ხარჯიანი პერიოდია, უფრო ხელმისაწვდომი გახადოს შოპინგი და მარტივად შეძლო საჭირო ნივთების შეძენა.
ველისა და თიბისი განაწილების შეთავაზებით, შეგიძლია, ონლაინ შეძენილი პროდუქტის საფასური 4 თვემდე, გაძვირების გარეშე გადაანაწილო. ეფექტური 0%-ით. ამასთანავე 5 და 6 ოქტომბერს გაკეთებულ მინიმუმ 150 ლარიან შენაძენზე დაიბრუნო ქეშბექი 50 ლარის ოდენობით. ქეშბექის თანხა 1 თვის ვადაში დაბრუნდება, ხოლო აქციით 5-ჯერ სარგებლობა შეგიძლია.
VELI.store ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მიდგომით გამოირჩევა. ამასთანავე, ველი მუდმივად ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესებს, რის შედეგადაც ასორტიმენტი ახლდება მაღალი ხარისხის პროდუქციით.
ამ ბლოგში 3 რჩეულ პროდუქტს შეხვდები, რომელიც როგორც ხარისხით და ამასთანავე დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა:
Apple iPhone 16
თანხის განაწილებით შეგიძლია უახლესი სმარტფონი შეიძინო. Apple iPhone 16 აღჭურვილია ყველაზე სწრაფი და ძლიერი Apple A18 Bionic პროცესორით, იგი მარტივად გაუმკლავდება ნებისმიერ დავალებას და ელვის სისწრაფით, დაბრკოლების გარეშე შეასრულებს მას.
ამასთანავე, ამ მოდელს აქვს საუკეთესო კამერები – 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 12 მეგაპიქსელიანი წინა კამერა უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს. ძირითად კამერას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რაც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა. ხოლო, ოპტიკური ზუმი და კამერის ბუნებრივი ფერები ფოტო და ვიდეო გადაღების ფართო სპექტრს ხდის შესაძლებელს.
Lexon Mino+ L დინამიკი
30 წლიანი არსებობის განმავლობაში Lexon-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც ფრანგული დიზაინის მსოფლიოს ბრენდმა. ბრენდის პროდუქციას შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დინამიკებს უჭირავს. ისინი, ელეგანტურ, თანამედროვე დიზაინთან ხმის შეუდარებლად დახვეწილი ხარისხის შერწყმით იპყრობს მომხმარებელთა გულებს. მათ შორის, შეგიძლია არჩევანი შეაჩერო Lexon Mino+ L დინამიკზე, რომელიც მინიმალისტური, დახვეწილი და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და იდეალურადაა მორგებული შენს სურვილებს.
Lexon Mino+ L უსადენო დინამიკი სუფთა, მძლავრ და მკაფიო ჟღერადობას გთავაზობს. Bluetooth კავშირის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევს დინამიკი სასურველ მოწყობილობას ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაუკავშირო. ასევე, სპიკერი არის წყალგამძლე, რასაც მისთვის მინიჭებული IPX4 სერტიფიკატი ადასტურებს.
ხოლო, ჩაშენებული TWS ტექნოლოგიის მეშვეობით, ორი მინი დინამიკი შეგიძლია ერთმანეთს დაუკავშირო და მოწყობილობის ჟღერადობა გააორმაგო. 2 საათიანი დამუხტვით მისი გამოყენება დაახლოებით 5 საათი შეგიძლია. გარდა ამისა, Lexon Mino + L უსადენო დინამიკი არის ძალიან მსუბუქი, რაც მის მოგზაურობაში წაღებას გაგიმარტივებს.
Kevin Murphy Repair Me
ასევე, შეგიძლია შეიძინო KEVIN.MURPHY-ის პროდუქცია, რომელიც მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ცოდნისა და საუკეთესო ბუნებრივი ინგრედიენტების შერწყმას წარმოადგენს. ის ყოველთვის ზრუნავს პროდუქტები იყოს შექმნილი გარემოსთან ჰარმონიაში და ზიანი არ მიაყენოს მას.
Kevin Murphy Repair Me აღმდგენი შამპუნი კვებავს, აღადგენს და ატენიანებს დაზიანებულ თმას. შამპუნი გამდიდრებულია ცილებითა და ამინომჟავებით, რომლის მეშვეობითაც თმას ფესვიდან ბოლოებამდე აძლიერებს, ნაზად აცილებს მინარევებს და დაზიანებას ებრძვის. არ შეიცავს პარაბენებს და სულფატებს. ამასთანავე, არ იტესტება ცხოველებზე.
ველისა და თიბისი განაწილების შეთავაზებით, შეგიძლია, ონლაინ შეძენილი პროდუქტის საფასური 4 თვემდე, გაძვირების გარეშე გადაანაწილო. ეფექტური 0%-ით. ხოლო, 5 და 6 ოქტომბერს განაწილებით მინიმუმ 150 ლარიან შენაძენზე დაიბრუნე ქეშბექი 50 ლარის ოდენობით.