მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველი ბიზნესი - ყველაფერი ერთ სივრცეში შენი ბიზნესისთვის (რ)

63fc841564723
BM.GE
27.02.23 14:19
950
სიახლე VELI.store-ზე - საყიდლების ციფრული ველი, შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას, საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესებსაც სთავაზობს.

პირველად საქართველოში, ველიმ მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, რომ ახლა უკვე კომპანიის სახელით დარეგისტრირდნენ და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქცია მარტივად, ერთ სივრცეში შეიძინონ.

VELI.store-ზე ბიზნესის მიმართულება რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: ასობით ვირტუალურ თაროზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები არ განსხვავდება ტრადიციული რითეილისგან. ამასთანავე, ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ნივთი ველის საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოცულობის ამანათს ბიზნესი თბილისში იმავე დღეს, სასურველ დროის ინტერვლაში იღებს, რაც დამატებით ღირებულებას ქმნის.

შეუფერხებელი და მოსახერხებელი სავაჭრო გამოცდილების შედეგად, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ კონკურენტულ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - დრო დაზოგონ.

სასურველი პროდუქციის შესყიდვის პროცესი ბიზნესისთვისაც ისეთივე მარტივი და მოქნილია, როგორც ფიზიკური პირებისთვის.

მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენელს, ინდივიდუალურ კაბინეტში, შეუძლია კალათში დამატებული ნივთების შეძენის სასურველი მეთოდით - ბიზნეს ბარათით ან ინვოისით გადახდით ისარგებლოს.


ბიზნეს ბარათით გადახდის შემთხვევაში, პროცესი სტანდარტულია - ისეთივე, როგორც ფიზიკური პირისთვის. ინვოისით გადახდის შემთხვევაში კი, ქართული ონლაინ შოპინგის ისტორიაში პირველად, პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რომლის ფარგლებშიც, მარტივი ინსტრუქცია მომხმარებელს ანგარიშსწორების პროცესში ეხმარება. ორივე მეთოდით გადახდისთანავე, სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტომატურად იტვირთება.

ადამიანებისა და ბიზნესების საჭიროებებთან ერთად, სხვადასხვა სახის მომსახურებაც სიახლეებსა და განვითარებას მოითხოვს. 21-ე საუკუნის მუდმივად ცვალებად გარემოში და ცხოვრების აჩქარებულ ტემპში, ადამიანებს და ბიზნესებს სჭირდებათ გადაწყვეტები, რომლებიც მათ ცხოვრებასა და ყოველდღიურ პროცესებს ამარტივებს. სისწრაფე, ტექნოლოგიები და ასორტიმენტის მრავალფეროვნება დღეს თანამედროვე და გამართული ციფრული კომერციის საფუძველია.

„დაფუძნების დღიდან, ჩვენი მიზანი, პროდუქციის ონლაინ შეძენისას, ვებ-გვერდის მოხმარების საუკეთესო გამოცდილების შექმნა იყო. 1 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. დღეს კი შემდეგ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ - გვინდა, რომ იგივე ღირებულება, საცალო მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე მცირე და საშუალო ბიზნესებსაც შევუქმნათ, რომლებსაც ისევე სჭირდებათ ყოველდღიურად სხვადასხვა პროდუქცია, როგორც ფიზიკურ პირებს - იქნება ეს სამეურნეო პროდუქტი, თუ თანამშრომლებისათვის განკუთვნილი სასაჩუქრე ვაუჩერები. ბაზარზე, ბიზნესების ციფრული მხარდაჭერის მიმართულებით, სრულიად აუთვისებელი ნიშა და მათი მხრიდან საჭიროება დავინახეთ. ჩვენმა ავტომატიზებულმა სისტემამ, თანამედროვე ინფრასტრუქტურამ და კომპლექსურმა საოპერაციო ნაწილმა, რომელიც ჩვენივე საწყობს, საკურიერო მომსახურებასა და მხარდაჭერის გუნდს აერთიანებს, საშუალება მოგვცა, რომ მიწოდების ხარისხი და სისწრაფე ერთმანეთთან თანხვედრაში ყოფილიყო, შედეგად კი ბიზნესებისთვის ყოველდღიურობა გაგვემარტივებინა“, - არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.

VELI.store-ზე, ბიზნესის მიმართულების გაჩენიდან დღემდე, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებით უკვე 260-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები