მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაასაჯაროვეთ დეკლარაციები" - ანტიკორუფციულ ბიუროსთან საპროტესტო აქცია დაანონსდა

აქცია

"ამხილე კორუფცია, გაასაჯაროვეთ დეკლარაციები" - ამ ლოზუნგით ანტიკორუფციულ ბიუროსთან საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები "დამკვირვებლები" არიან.

როგორც ღონისძიების აღწერაში წერია, აქცია დღეს, 30 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება.

"ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც უნდა იყოს საზოგადოების ნდობის და სამართლიანობის გარანტი, გადაიქცა კორუმპირებული ჩინოვნიკების მფარველად. ბიურო მალავს საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების ქონებრივ დეკლარაციებს, რაც პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიის და გამჭვირვალობის პრინციპებზე. დუმს საზოგადოების სხვადასხვა წრეებსა და მედიაში გავრცელებული კორუფციული შემთხვევების შესახებ. სიმართლე უნდა გახდეს საჯარო! მოქალაქეებს გვაქვს უფლება ვიცოდეთ ყველას ქონებრივი დეკლარაცია", - წერია ღონისძიების აღწერაში.

ცნობისთვის, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდულია. კერძოდ, 2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს დაედო ე.წ. ავტორიზაციის ფუნქცია. ავტორიზაცია არ იძლევა ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობას. ავტორიზაცია ასევე შეუძლებელია ახალი პირადობის მოწმობით. დეკლარაციების პორტალზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაზე დაინტერესებულ პირს წვდომა აღარ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები