მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადააქციე იდეა გლობალურ ბიზნესად - SEU-ში MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა იწყება

SEU

დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის, 3 ნოემბრიდან SEU-ში 6 -კვირიანი სასწავლო პროგრამა იწყება, რომელიც MIT-ის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული. ამის შესახებ BM.GE-სთან თავად საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაცხადეს.

SEU რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც არის მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT პარტნიორი. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის - Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.

სასწავლო პროგრამა საქართველოში ექსკლუზიურად SEU-ში ტარდება და დამწყებ ან მომავალ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეა გლობალურ ბიზნესად გარდაქმნან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მსოფლიოს წარმატებული მეწარმეების აზროვნების მეთოდებს, აითვისებენ MIT-ის პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ბიზნეს-ქეისებს, განივითარებენ ინოვაციური აზროვნებისა და მოქნილი ლიდერობის უნარებს, ასევე გლობალურ ხედვას.

პროგრამა ხორციელდება MIT GLEEN SEU Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ფარგლებში. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის პრესტიჟული სერტიფიკატი.

აღნიშნული სასწავლო კურსი ზაფხულშიც განხორციელდა, მისი კურსდამთავრებული, გიორგი ცაგურიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროგრამამ მისთვის როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

“პროგრამამ მომცა პრაქტიკული ცოდნა ინოვაციური ბიზნესის აგებისთვის, გავიგე, როგორ უნდა დაგეგმო MVP, განსაზღვრო მომხმარებლის პრობლემა და ავაშენო სწორი დინამიკის გუნდი. მთავარი მოტივაცია იყო MIT-ის მიდგომის გაცნობა ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით. ეს პროგრამა იდეალური დასაწყისია ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი იდეის გლობალურ ბიზნესად ქცევა”, - თქვა მან.

SEU-ში აცხადებენ, რომ მსგავსი სასწავლო ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას და გლობალური მნიშვნელობის სტარტაპების შექმნას.

რეგისტრაციის და დეტალების შესახებ ეწვიეთ ბმულს: https://bytly.in/8f1780

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები