მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მოლაპარაკებები 2 სერიალსა და 1 ფილმზე მიმდინარეობს“

62d29dffe5f84
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.22 15:57
1004
სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უცხოურ კომპანიებთან 2 სერიალისა და ერთი ფილმის გადაღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში „ფორსაჟის“ გადაღების შემდეგ პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერდა, თუმცა ჰოლივუდის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი არ გამქრალა.

„დღეს ჩვენ უკვე კონკრეტულ ფილმებსა და სერიალებზე გვაქვს მოლაპარაკებები, რამაც დაგვარწმუნა იმაში, რომ საქართველოზე ამ კუთხით საინტერესო ქვეყანაზე ისევ საუბრობენ. კონკრეტულ კომპანიებს შევხვდით, რომლებსაც ადრე არ შევხვედრივართ, მაგალითისთვის ერთ-ერთი ასეთი Lions Gate-ია; უფრო მეტად გავაღრმავეთ კომუნიკაცია Disney-სთან; Universal-ზე აღარ ვსაუბრობ, რადგან კარგი ურთიერთობა გვაქვს მათთან და კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. შესაბამისად „გადაიღე საქართველოში“ პროგრამა ღიაა, ბიუჯეტის 70% უკვე ათვისებულია.

ჩვენ დღეს გვაქვს 3 კონკრეტული მოლაპარაკება - 2 სერიალია და 1 ფილმი. აქედან გამომდინარე ძალიან მალე ამ ადამიანების საქართველოში ჩამოყვანას და მათთვის კონკრეტული ლოკაციების გაცნობას ვგეგმავთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ამერიკელი კინომწარმოებლები სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას ფრთხილობენ.

„პროდუსერებიც როგორც ინვესტორები ძალიან ფრთხილები არიან ასეთ ვითარებაში. მაგალითად უნგრეთშიც უქმდება ფილმების გადაღებები, რადგან ერთი მხრივ პანდემიის ეფექტმა გადაიარა, თუმცა ევროპაში არსებული ვითარების გამო, უკრაინის ომის გამო ამერიკიდან როდესაც უყურებ მდგომარეობას ყველაზე მეტად ფრთხილობენ მსახიობები“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები