ბარებისა და კლუბების საინიციატივო ჯგუფი მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავს და სექტორის ამოქმედებისთვის საკუთარ ხედვას სთავაზობს.
როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, მათ მიერ შემუშავებულ კრიზისის დაძლევის ხედვასა და მოთხოვნებს, ინდუსტირიისა და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
რას ითხოვენ და რას სთავაზობენ ბარები და კლუბები მთავრობას:
- დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახნის თარიღი;
- ასევე ჩვენთან ერთად იქნას შემუშავებული და მიღებული დირექტივები;
- იმისათვის, რომ ჩვენმა სექტორმა სრულად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია მინიმუმ ერთ- წლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების კუთხით;
- მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნესერთეულებისთვის კომერციულ ბანკებთან და დაბალპროცენტიანი სესხების მიღებისას, დაახლოებით ისე როგორც ამას აკეთებს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში;
- დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ და ღია სივრცეებში შევქმნათ სარეაკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები.