სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში თბილისში „დინამო არენაზე“ კონცერტს ამერიკელი მუსიკოსი ბრუნო მარსი გამართავს. პირველ ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის 20 ივნისს დაიწყება და მსურველებს მათი შეძენა tkt.ge-სა და superapp-ში შეეძლებათ. შესაბამისად ბილეთების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. კონცერტის მთავარი პარტნიორები კი თიბისი და VISA არიან.
თიბისი კონცეპტის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, კონცეპტით მოსარგებლეებს კონცერტის ბილეთების შეძენა 15-18 ივნისს შეეძლებათ, რა დროსაც ისინი VIP ზონის კატეგორიის ბილეთებზე Super App-ში შეძენისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მათივე ცნობით, VIP ზონაში ბილეთის შეძენის სტანდარტული ფასი 1 450 ლარი იქნება, ხოლო კონცეპტის მომხმარებელს ბილეთის შეძენას 30%-იანი ფასდაკლებით სპეციალური ფასად 1 015 ლარად შეძლებენ.
თიბისი კონცეპტის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ერთ მომხმარებელს ერთი ბილეთის შეძენა შეეძლებათ და ყიდვის შემთხვევაში ისინი ბილეთებს 20 ივნისს App-ის მეშვეობით მიიღებენ.
აღნიშნული შეთავაზება კი შემდეგ სადებეტო ბარათებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Infinite, Visa Signature ვრცელდება.