სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, ხმის ფარულობის უფლების დარღვევაზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა - სხდომის თავმჯდომარე დავით ახალბედაშილმა თქვა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა.
გადაწყვეტილების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში ხმის მიცემის ფარულობის უფლება დარღვეული არ იყო.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაში შედიოდნენ: გოჩა დიდავა, დიმიტრი გვრიტიშვილი და თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი.
მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ISFED-ის არცერთი საჩივარი და გააუქმა გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის გადათვლის შესახებ.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ არც თბილისის და არც ქუთაისის სასამართლოში განსხვავებული აზრი არ გამოუხატავს არც ერთ მოსამართლეს.