მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილებას მევენახეობის ხელშეწყობასთან საერთო არ აქვს - ვასილ მანაგაძე სუბსიდირებაზე

საფერავი

"გადაწყვეტილებას საერთო არ აქვს არც დარგის განვითარებასთან, არც მეღვინეობის განვითარებასთან, არც მევენახეობის ხელშეწყობასთან. ეს პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვაა", - ასე აფასებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკა ფერმერებს ცრუ მოლოდინებს უჩენს, რაც ეკონომიკურ პრინციპებს არღვევს.

"ფაქტი, რომ გადაწყვეტილება შუა რთველში არის მიღებული და არა სამი თვით ადრე, როგორც ეს დაანონსებული იყოს რქაწითელის შემთხვევაში, მიუთითებს, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება არის, რომელიც რეალურად ძალიან ცუდია. რქაწითელისგან განსხვავებით, როდესაც ღვინოს კერძო მეწარმე ყიდულობს და სახელმწიფო უბრალოდ ფასის დანამატს ახორციელებდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მთლიანად ყიდულობს საფერავის ჯიშის ყურძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად სახელმწიფო შემოდის კერძო სექტორთან. ის ეკონომიკური პირი ხდება. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რაც მდგომარეობას კიდევ ამძიმებს. შარშან ექსპორტზე 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. როდესაც, ერთი მხრივ, ექსპორტის ასეთი რეკორდული მაჩვენებელია და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება უწევს, აქ არანაირი დარგის განვითარებაზე საუბარი არ არის. ასეთი გადაწყვეტილებები ფერმერებში ცრუ მოლოდინებს აჩენს. ფაქტია, ამ სახის ყურძენზე მოთხოვნა არ არის და ფასწარმოქმნა ხელოვნურად ხდება, რაშიც ბიუჯეტის ფული იხარჯება. ეს ანგრევს ეკონომიკის პრინციპებს", - აცხადებს ვასილ მანაგაძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად ჩაიბარებს. პრემიერის თქმით, მევენახეებს, რომლებსაც საფერავის ჯიშის ყურძენი 1.5 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული, სხვაობას მთავრობა დაუკომპენსირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები