მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გადაწყვეტილების გადავადება დაასამარებს ამ საკმაოდ კარგ იდეას”- კალოიანი კლინიკების აკრედიტაციაზე

ვახტანგ კალოიანი

კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად 2 თვე დარჩათ. 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც შესაბამის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება მოუწევთ.

აკრედიტაციის გამცემი ორგანოები ამბობენ, რომ არიან კლინიკები, რომლებმაც უარი განაცხადეს პროცესის ბოლომდე მიყვანაზე, რადგან შეფასების პროცესში აღმოაჩინეს, რომ სტანდარტებზე მორგება გაუჭირდებოდათ. მათ შორის არიან სახელმწიფო კლინიკებიც, რასაც ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სექტორს ახალ რეალობაზე მორგება უჭირს.

ერთხელ შეთანხმებული ვადების გახანგრძლივების დაშვებას კატეგორიულად არ იზიარებს ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ფა გვიხსნის, რომ თუ კლინიკა აკრედიტაციისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ეს ნიშნავს, რომ მას პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა არ შეუძლია და ამის უფლება არც უნდა ჰქონდეს. კალოიანის შეფასებით თუ ვადები დაკორექტირდება დადებითად შეფასებული აკრედიტაციის იდეას ძირს გამოუთხრის.

“აკრედიტაცია არის პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზა და თუ კი სამედიცინო დაწესებულება ამას ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, რასაც აწესებენ აკრედიტაციის გამცემი ორგანოები, რა თქმა უნდა, იმან ფუნქციონირება ვერ უნდა შეძლოს.უნდა შეძლოს ფუნქციონირება განახლების, რენოვაციის და პროცესების განახლების შემდეგ.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შეჩერება ან გადავადება არ იქნება გონივრული, იქნება სახიფათო პაციენტებისთვის, იქნება დიდი გამოწვევა სისტემისთვის რაც საბოლოოდ დაასამარებს ამ საკმაოდ კარგ იდეას,”- ამბობს ვახტანგ კალოიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები