მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაუვადდებათ თუ არა მიწისქვეშა გადასასვლელების ქვემოიჯარეებს გადასახადი? - პრემიერის პასუხი

5ef5fbb8ca914
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.20 18:00
710
„მერიას, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, დაევალა, სახელმწიფო ქონებების იჯარის გადასახადის გადავადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზაზა ხუციშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ქვემოიჯარეების გადასახადებისგან განთავისუფლების შესახებ თბილისის მერიასთან შუამდგომლობის გაწევას ეხებოდა.

პრემიერის განმარტებით, იჯარის გადასახადის გადავადება კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 23 აპრილს იყო შეტანილი.

"მერიას, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, დაევალა, სახელმწიფო ქონაში არსებული ქონებების იჯარის გადასახადის გადავადება. აქ საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს. თუ იქ რაიმე ნიუანსია, ქვემოიჯარეებთან დაკავშირებით, მერიასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება და უახლოეს დღეებში მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხით დაგიბრუნდებათ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები