მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა... ამ ეტაპზე არ ხდება მისი წყლით ავსება“ - ავთანდილ კასრაძე

ქუთაისი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ხელოვნური ტბა მოეწყობა, თუმცა ამ ეტაპზე მისი წყლით ავსება არ ხდება. ასე გამოეხმაურა ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოების მონახულებისას, ავთანდილ კასრაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს რომელშიც ქუთაისის მცხოვრები ჰყვებოდა, რომ ავზის წყლით ავსება დაიწყო და 4 დღეა ჭაბურღილიდან ავზში წყალი ჩაედინებოდა. ის აცხადებდა, რომ ავზი ამოსუფთავებული არ იყო.

GITA-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჭაბურღილი გაწმენდილია და ამ ეტაპისთვის ავზში წყალი მცირე ნაკადით ჩაედინება, რათა წყლის ხარისხი დადგინდეს.

„რაც შეეხება ხელოვნურ ტბას, ამ ეტაპზე არ ხდება მისი წყლით ავსება. მოგეხსენებათ, რომ გარე ხელოვნურ ტბას არასოდეს უფუნქციონირია საქართველოს პარლამენტის მუშაობის დროს, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა, აქედან გამომდინარე, ჭაბურღილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები, დავასრულეთ მისი გაწმენდაც და ახლა მიმდინარეობს წყლის მცირე ნაკადით მიწოდება იმისთვის, რომ დადგინდეს წყლის ხარისხი. ამ წყალს ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები და აქედან მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მოხდება მისი ნაკადის გაზრდა და მთლიანად შეივსება გარე ხელოვნური ტბა“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები