საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამინისტროს ქვეყნებს შორის კოორდინაციის და მართვის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი გეგმები აქვს.
როგორც დავითაშვილმა თქვა, "უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომპანია, რომელიც ჩინეთიდან დერეფანში მომავალი ტვირთების გადაზიდვებში კოორდინაციას მოახდენს".
შუა დერეფნის განვითარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ღერძია. დავინახეთ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში ქვეყნებს შორის მეტი კოორდინაციაა საჭირო და გასულ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა სადაც თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც გულისხმობს როგორც საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას კასპიის პორტებში, ისე სარკინიგზო მიმართულებით და ნაოსნობის კუთხით.
მნიშვნელოვანი გეგმები გაქვს კოორდინაციის გაუმჯობესების და მართვის გაუმჯობესებისთვის, ამ მიმართულებით უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომპანია რომელიც ჩინეთიდან დერეფანში მომავალი ტვირთების გადაზიდვებში კოორდინაციას მოახდენს, ასევე იქნება გამჭვირვალე ტარიფები და ა.შ სხვადასხვა საკითხები არის ყოველდღიური მუშაობის საგანი ასე რომ შუა დერეფანი კიდევ უფრო აქტუალური ხდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.