მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაზიდვების კომპანია Maersk-მა ინტერკონტინენტალური სარკინიგზო სერვისით სარგებლობა დაიწყო

5f843290136a3
ლიკა გურაბანიძე
12.10.20 22:00
2404

Maersk-მა ინტერკონტინენტალური სარკინიგზო სერვისით სარგებლობა დაიწყო. პირველი მატარებელი რომელიც ჩინეთიდან წამოვიდა, საქართველოშია. როგორც “საქმიან დილაში” Maersk-ის კომერციულმა წარმომადგენელმა კავკასიაში ირაკლი დანელიამ განაცხადა, ამ ტიპის აქტივობა საქართველოს როლს აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებაში კიდევ გააძლიერებს.

“ინტერკონტინენტური გადაზიდვის მიმართულებით ეს ჩვენი პირველი პროექტია. Maersk 2019 წლიდან საზღვაო ხაზთან ერთად, სახმელეთო მიმართულების განვითარებასაც ცდილობს.

პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, ეს არის პროექტი, რომელიც ორი კონტინენტის დაკავშირებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში აზიისა და ევროპის, ხოლო ჩვენ მის გასაყარზე ვიმყოფებით.

რაც შეეხება პროდუქტს, ის საკმაოდ კომპლექსურია. მოგეხსენებათ, რომ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობა იგულისხმება. ეს ჩვენი პირველი პროექტია და ამით გვინდა ამ პროდუქტის განვითარება დავიწყოთ. რაც შეეხება მის რეგულარობას ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად წამოვა მოთხოვნა.” - განმარტა ირაკლი დანელიამ.

Maersk-ის კომერციულმა წარმომადგენელმა კავკასიაში პროექტის პოტენციალზეც ისაუბრა.

“ამ პროექტის პოტენციალი დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ვაჭრობის 62%-მდე ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაზე მოდის. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ საუბარია ე.წ. შუა კორიდორის სახელით ცნობილ კორიდორზე, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, როგორც საქართველოს ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით, შემდგომ შესაძლოა უკრაინაც მიებას", - განაცხადა “საქმიან დილაში” ირაკლი დანელიამ.

ცნობისთვის, გადაზიდვების ხაზი Maersk Line არის ერთ-ერთი წამყვანი გადაზიდვის კომპანია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს მთელ მსოფლიოში ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები