მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადმოვლენ თუ არა რუსეთში არსებული საერთაშორისო კომპანიები საქართველოში? - დეტალები მალე გახდება ცნობილი

623c67db963e9
თათია ჩაფიჩაძე
25.03.22 00:00
2316
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ომის დაწყებამდე რუსეთსა და ბელარუსის ბაზარზე ოპერირებდნენ, საქართველოში ბიზნესის გადმოტანით ინტერესდებიან.

როგორც ნადარეიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა კონკრეტული დადებითი გადაწყვეტილებები უკვე არსებობს, დეტალების შესახებ კი ინფორმაცია მომავალ კვირაში გავრცელდება.

„აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვესაუბრებით როგორც ინვესტორებს, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. გუშინ გვქონდა შეხვედრა ინვესტორთა საბჭოსთან, ასევე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების მსხვილი მოთამაშეების წარმომადგენლებთან, გვაქვს თარგეტირებული და იდენტიფიცირებული დიდი რაოდენობის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთის ბაზარს და ასევე ხშირ შემთხვევაში ბელარუსის ბაზარსაც ტოვებენ. მათ საქართველო ტრადიციულად სთავაზობს იმ შესაძლებლობებს, რაც საინვესტიციო კლიმატის თვალსაზრისით გვაქვს.

ვმუშაობთ კერძო სექტორის ჩართულობით და არის კონკრეტული შედეგები, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალ კვირას გაჟღერდება. მნიშვნელოვანი და საერთაშორისო ბრენდების გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის შესახებ საერთაშორისო ბაზრებზე სწორი მესიჯების გავრცელებას", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები