მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძლევთ პირობას, რომ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა - ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნება

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე საქართველოს მოსახლეობას აძლევს პირობას, რომ მმართველი ძალა განამტკიცებს ქვეყნის სუვერენიტეტს, გააძლიერებს ეკონომიკას და 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მან მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ საერთო - სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს დაინახა საქართველოს შესაძლებლობა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი.

„ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.

გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები