იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთში 3,6 მლნ კვერცხი იყიდა. იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება 981 ათასი აშშ დოლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებულია, გასული წლის პირველ 2 თვეში 12, 2 მლნ კვერცხი ვიყიდეთ, წლის განმავლობაში კი 62,2 მლნ ცალი. საქართველო კვერცხს იმპორტს ძირითადად თურქეთიდან ახორციელებს.
კვერცხის რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ ადგილობრივი კომპანიებიც. მაგ. კუმისში bmg-ის უთხრეს, რომ კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-7%-ია. ინდუსტრიაში პრობლემას ქმნის ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის შემცირებაც, რაც პროდუქტის რეალიზაციაზე პირდაპირ აისახება.
როგორ ვითარდება სექტორი და ხომ არ უნდა ელოდოს მომხმარებელი წინასააღდგომოდ ფასის ზრდას?
სტუმარი: ზურაბ უჩუმბეგაშვილი - „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი