მიმდინარე წლის ოქტომბერში ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხისა, გაძვირდა. ISET-ის კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვერცხის ფასი წლიურად 1.5%-ით შემცირდა, რაც შეეხება სხვა ინგრედიენტებს ოქტომბერში წლიურად 21.8%-ით გაძვირდა საფუარი, 16.4%-ით - კარაქი, 13.2%-ით - რძე, ხოლო ფქვილის ფასი 4.6%-ით მოიმატა.
"ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს რძე წარმოადგენს, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა. თუმცა რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია ყველისა და რძის – ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ფასების შემდგომი ზრდა მომდევნო თვეებში", - ნათქვამია ISET-ის კვლევაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც ერთ თვეში ფასების 2%-იან ზრდაზე, ხოლო წლიურ ჭრილში 8%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.
ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. რამდენად მოსალოდნელია რძეზე ფასის მატება და როგორია ბაზარზე მდგომარეობა?
სტუმარი: კახა კონიაშვილი - რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;